როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან, ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა და ეს რეკომენადაციები მოცემულია ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარიშში. თითოეულ მათგანს ახლა აქ არ წავიკითხავ, მაგრამ მაგალითისთვის, ხაზი რომ გავუსვათ ერთ-ერთს – საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ასოციაციის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და ასეთი აქ არის რვა. თუ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობას აქვს მიცემული ვადა აგვისტოს ბოლომდე, მაშინ ისმის კითხვა, შემდეგ რა რეაგირება გვექნება, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება? და მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ოპოზიციის რვა ლიდერიდან შვიდი დაპატიმრებულია, ეს ნამდვილად არ არის თანხვედრაში იმ პუნქტთან, რომელიც მაგალითად მოვიყვანე.
ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე. ამასთან ერთად, ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ეს სარგებელი და ბონუსი, რომელსაც ამ ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც პირობებს არ ასრულებს, მაშინ ასევე ამას ექნება შედეგი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და არ უდგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სერიოზულად





