ფონიჭალაში, დენის დარტყმის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა. ტაბულას მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
შსს-ს ცნობით, შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა.
უწყების თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





