ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი კალასზე: სირცხვილია რასაც ვისმენთ - ვხედავთ, რისთვის სხედან სხდომათა დარბაზში

სამწუხაროდ, ეს საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს ვისმენდით, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მხრიდან, რომელმაც დღეს პირადად ორ ქართველ მოსამართლეს დაემუქრა სანქციებით.

არ ვიცი, ეს არის ის სამწუხარო გზა, რომელსაც ბრიუსელი დღეს ადგას და ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ და გადაწყვიტონ მათ რა უნდათ - უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელი ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან. 

ეს უბრალოდ სირცხვილია, რასაც ვისმენთ - ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი ახლა განმარტებები გასაკეთებელია.

ვხედავთ რისთვისაც სხედან სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები - რომ შექმნან იქ დამაშინებელი გარემო მოსამართლეებისთვის, რომ შემდეგ ამგვარი მუქარები გაისმას ევროკავშირიდან.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირებისთვის სია წარადგინეს, რომელიც "ორ მოსამართლესაც" შეიცავს. 

კომენტარები