თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, გლდანის მერვე დაწესებულებაში ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.
მახარაშვილის თქმით, ციხეში მიყენებული დაზიანებების შედეგად ბაჩიაშვილი გადაადგილდება ეტლით, აქვს ტკივილები და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა.
"მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას გადაადგილება უჭირს, გადაადგილდება ეტლით. სავარაუდოდ, მას აქვს ტვინის შერყევა, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, აღიზიანებს მაგალითად მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტავს. აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითრადა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში. დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევებით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ, როგორც განმარტა გასაუბრებისას, რამდენიმე ადგიალს აქვს ნაკერები.
გუშინ უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატარას სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან მოგეხსნებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია, ხოლო გიორგის [ბაჩიაშვილის] განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციურის დირექტორი, ასევე ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ამ შემთხვევაში, ეს არის პროკურატურა. გიორგი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია". - უთხრა TV პირველს მახარაშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს, რის შემდეგაც კლინიკა ვივამედში გადაიყვნეს.
ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.
ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფორნდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესაც ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, TV პირველმა გაავრცელა.
ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
14 ივლისს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერს მასზე თავდასხმას, ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.





