სირიაში ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა.
სირიელი ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, შეტაკება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სუვეიდასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 27 დრუზი, მათ შორის, ბავშვები და 10 სუნიტი ბედუინია. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით, დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
დაპირისპირების გამო გადაკეტილია დამასკო-სუვეიდას საავტომობილო გზატკეცილი. სირიის ხელისუფლებამ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით შეტაკების ზონაში სამხედრო ძალები გააგზავნა.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, "გამოიჩინონ თავშეკავება და უპასუხონ ეროვნული რეფორმებისკენ მოწოდებას". თავშეკავებისკენ მოწოდებები გაავრცელეს დრუზების სულიერი ლიდერების ნაწილმაც. მათ ასევე ოფიციალურ დამასკოს კონფლიქტში ჩარევისკენ მოუწოდეს.





