არასრულწლოვნის დაჭრა

მარნეულში, არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, მარნეულში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით  2006 წელს დაბადებული ა.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს, 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რადიო მარნეულის ცნობით, არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

კომენტარები