ნარკოდანაშაული

ამოღებულია გამომშრალი მარიხუანა და "მდმა“ – შსს-მ 4 პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 4 პირი დააკავეს. 

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ირანის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ა.ს., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., წარსულში ნასამართლევები: 2004 წელს დაბადებული ს.ნ. და 1972 წელს დაბადებული ზ.გ. დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული და ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი მარიხუანა და „მდმა“.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები