რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზახაროვა: კიევისთვის იარაღის მიმწოდებლებმა უნდა იცოდნენ – ეს ბავშვთა დასახოცად გამოიყენება

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიმწოდებელ ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს იარაღი "ბავშვების დასახოცად" გამოიყენება.

"კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიმწოდებლებმა უნდა იცოდნენ, თუ რას მოხმარდება ეს [იარაღი] - ბავშვების დახოცვას," დაწერა ზახაროვამ Telegram-ზე.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ზახაროვა კურსკის ქალაქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშს გამოეხმაურა. 

კომენტარები