თუ ვინმეს ვინმეს დადანაშაულება უნდა, რომ უკანონო იარაღს ფლობს, რა თქმა უნდა, უკანონო იარაღს ჩაუდებს.
მეორე - შეუძლებელია თქვენზე გაფორმებული იარაღი მე ჩაგიდოთ, მაშინ რა უნდა გავაკეთო? მე უნდა შევიპარო თქვენ სახლში, ჩუმად მოგპაროთ, მერე გამოვიტანო და ჩაგიდოთ. ესაა აბსოლუტური სიგიჟე.
მესამე - ვთქვათ მას ჰქონდა თბილისის აეროპორტში გავლენები ისეთი, რომ შეეძლო იარაღი გაეტანა და მართლა უნდოდა ამ იარაღის ტარება თავისი გავლენებიდან გამომდინარე, პარიზის აეროპორტში ხომ ვერ შეიტანდა. ამიტომ, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოუარო მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ამ ჩანთაში მას ჰქონდა ეს იარაღი, რომელიც შეიძლებოდა აღარც ახსოვდა, შეიძლება არაერთი იარაღი აქვს მას და ეს იყო სუფთა დაუდევრობა. იმიტომ, რომ მე ვერ დავიჯერებ, რომ ეგონა ჯერ თბილისის აეროპორტში ჩუმად გაიტანდა და მერე პარიზის აეროპორტში ჩუმად შეიტანდა.
[...]
რა თქმა უნდა, სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, არამედ დაუდევრობით არის მომხდარი.





