წყალდიდობა აშშ-ში

სამხრეთ კაროლინა წყალდიდობის შედეგად დაიტბორა

CNN

სამხრეთ კაროლინაში წყალდიდობის გამო პრეზიდენტმა ობამამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შტატში სტიქიამ უკვე იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანი. გადაკეტილია ავტომაგისტრალი, საძიებო ეკიპაჟები იმ ადამიანების გადარჩენას ცდილობენ, რომლებმაც ადიდებული მდინარეების გამო, სამშვიდობოს ვერ გააღწიეს. საჰაერო და საზღვაო სამაშველო ჯგუფების გარდა, ოპერაციაში მონაწილეობას 600 გვარდიელზე მეტი იღებს.

„ეს არის მოვლენა, რომელსაც ჯერ არასდროს გავმკლავებივართ", - აცხადებს გუბერნატორი ნიკი ჰეილი.
CNN-ის მეტეოროლოგისტის, ტეილორ უარდის თქმით, სამხრეთ კაროლინაში მსგავსი ნალექის შანსი 1000-დან ერთია.

კომენტარები