"რუსეთი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყველა განცხადებას ყურადღებით ეკიდება" – ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსულ სამთავრობო მედიის მიხედვით.
ცნობისთვის, 3 ივლისს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პუტინით "იმედგაცრუებულია", რადგან მას ომის დასრულება არ უნდა.
"გვქონდა სატელეფონო საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირანიც. ასევე ვისაუბრეთ, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე. ამით კმაყოფილი არ ვარ. არა, დღეს მასთან [პუტინთან] საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია" – თქვა ტრამპმა.





