დანია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები სრულად გამოიყენოს.
"ჩვენ კვლავ ვხედავთ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევას. ამიტომ ჩვენ უნგრეთის წინააღმდეგ მე-7 მუხლით დაწყებულ პროცედურის მიხედვით გათვალისწინებულ მოსმენებს გავაგრძელებთ" - განუცხადა ჟურნალისტებს დანიის ევროკავშირის საკითხების მინისტრმა, მარი ბიერმა
Politico წერს, რომ მე-7 მუხლი ევროკავშირის ხელშეკრულებაში არსებული მექანიზმია, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, კენჭისყრის მეშვეობით სანქციები დაუწესონ ან ხმის მიცემის უფლება დროებით ჩამოართვან წევრს სახელმწიფოს, თუ ის არღვევს კავშირის ძირითად წესებს. ეს მუხლი ხშირად განიხილება როგორც "ბირთვული" სამართლებრივი მექანიზმი, რომლის გამოყენებისგან ბრიუსელი დღემდე თავს იკავებდა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლება ჩამორთმევის შემთხვევაში, ბუდაპეშტს ვეღარ ექნება ვეტოს დადების უფლება ევროკავშირის პოლიტიკის სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე, როგორიც მაგალითად, უკრაინის გაწევრიანებაა.
გამოცემის მიხედვით, პროცესის გაგრძელებისთვის პარიზისა და ბერლინის მხრიდან სრული მხარდაჭერაა საჭირო, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს.
ბიერეს თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ევროკავშირის დაფინანსების შეზღუდვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროპულ კანონებს არღვევენ.





