რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

იქნებ, რუსეთს ვაპატიოთ კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა – სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Getty Images

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად რუსეთთან კომუნიკაციის აღდგენა არის საჭირო და დასავლეთმა რუსეთს, "იქნებ, აპატიოს კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა". 

ამის შესახებ ბლანარმა სლოვაკურ მედიასთან საუბრისას ილაპარაკა.

ბლანარის თანახმად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება და ასეთი კონფლიქტების "დიპლომატიური გზებით და საერთაშორისო სამართლის დაცვით" თავიდან არიდება არის საჭირო.

"მოდით, დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის გზები გამოვნახოთ. იქნებ, ვაპატიოთ კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა". - თქვა ბლანარმა. 

მანამდე, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ EU-ს მე-18 სანქციების პაკეტი ისევ დაბლოკეს.

ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბოლო, მე-18 პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლო

სანქციების პაკეტის შემოთავაზებულ პროექტს უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების ეწინააღმდეგებოდნენ.

როგორც The Guardian წერს, მათ განსაკუთრებით გააპროტესტეს პროექტის მიერ გათვალისწინებული ზომა, რომელიც რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას გულისხმობდა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ქვეყანა "ერთი გუნდის წევრია" და დაამატა, რომ "ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის წინადადებას, რომლის მიხედვითაც რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა გვეკრძალება".

კომენტარები