იაპონია

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელმაც 9 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი დაანაწევრა

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელმაც 2017 წელს 9 ადამიანი მოკლა. ეს იაპონიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა.

34 წლის ტაკაჰირო შირაიში, რომელსაც მედიაში ტვიტერის მკვლელის სახელით მოიხსენიებდნენ, 2017 წელს დააკავეს.

დაკავების შემდეგ შირაიშიმ აღიარა, რომ ის სოციალური ქსელი Twitter-ის საშუალებით სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანებს პოულობდა, უკავშირდებოდა და "თვითმკვლელობაში დახმარებას" სთავაზობდა. ზოგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირდებოდა, რომ ისიც მათთან ერთად მოიკლავდა თავს.

2017 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთი მსხვერპლის ძებნის ფარგლებში, პოლიციამ შირაიშის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა და მაცივრის ყუთებსა და კონტეინერებში ადამიანების დანაწევრებული სხეულები აღმოაჩინა.

შირაიშის სიკვდილით დასჯა 2020 წელს ცხრა ადამიანის, მათ შორის, რვა ქალისა და ერთი კაცის, გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როდესაც პროკურატურა შირაიშის წინააღმდეგ სასჯელის მაქსიმალური ზომის, ჩამოხრჩობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ საქმე "შეთანხმებით მკვლელობებთან" გვქონდა, რადგან მას მსხვერპლებისგან თანხმობა ჰქონდა მოპოვებული, თუმცა, მოგვიანებით ბრალდებულმა აღიარა, რომ მას მსხვერპლებისგან თანხმობა არ მიუღია.

კომენტარები