ირან-ისრაელის კონფლიქტი

მერცი: ირანზე აშშ-ს იერიშების გაკრიტიკების მიზეზი არ არსებობს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
Maja Hitij/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მერცის თქმით, არ შეიძლებოდა ვითარების ისე დატოვება, როგორც იყო. 

"არ არსებობს მიზეზი, რის გამოც აშშ-ს შაბათ-კვირის ქმედებები შეიძლება გავაკრიტიკოთ. დიახ, ეს რისკის გარეშე არ მომხდარა. მაგრამ ვითარების ისე დატოვება, როგორც იყო, ასევე არ იყო ვარიანტი" – ამბობს მერცი.

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ირწმუნება, რომ ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომდევნო ერთი დღის შემდეგ კონფლიქტი დასრულდება.

ტრამპი წერს, რომ თავდაპირველად გამოცხადდება 12-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო როცა 24 საათი შესრულდება, კონფლიქტი დასრულებულად "ჩაითვლება". 

აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია შეთანხმების დამატებითი დეტალები და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების გარანტიები.

ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე აშშ-ს მიერ წარდგენილ წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა დაამატა, რომ ზავის ნებისმიერი სახით დარღვევას "ძალით უპასუხებს".

კომენტარები