ირანი-საფრანგეთი

მაკრონი: ირანის პრეზიდენტმა დამირეკა, ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს არ უნდა მოიპოვოს

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა დამირეკა. 

გავიმეორე ჩემი მტკიცე მოთხოვნა: სესილ კოლერი და ჟაკ პარიზი უნდა გათავისუფლდნენ. მათი არაჰუმანური დაკავება უსამართლოა. მოველი, რომ ისინი საფრანგეთში დაბრუნდებიან. 

ასევე გამოვხატე ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. კვლავაც აქ ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს არ უნდა მოიპოვოს და ირანს ეკისრება სრული გარანტიების წარდგენა, რომ მათი ზრახვები მშვიდობიანია. 

დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ომი დასრულებისა და კიდევ უფრო დიდი საფრთხეების თავიდან არიდების გზა. 

ამის მისაღწევად ირანთან საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების მოლაპარაკებებს დავაჩქარებთ. 

წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ 20 ივნისს ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრა გამართა.

კომენტარები