გორში, კვერნაქის დასახლებაში ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედია მოზაიკამ გაავრცელა, მათივე ცნობით, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





