შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა 298 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.
"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტ "გუგუთის" გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო" - თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, დანაშაული კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





