ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.42 მილიონი აშშ დოლარი (870.5 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასული შვიდი თვის მსგავსად, მაისშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.63%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 59.14 მილიონი დოლარი, რაც 25.25%-ით მეტია 2024 წლის მაისთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.64%), საიდანაც გასულ თვეში 52.83 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 9.78%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (13.75%) 43.66 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის მაისთან შედარებით 9.25%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $59.14 მილიონი.
  2. იტალია - $52.83 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $43.66 მილიონი. 
  4. გერმანია - $27.33 მილიონი.
  5. საბერძნეთი - $25.12 მილიონი.
  6. ისრაელი - $23.84 მილიონი.
  7. თურქეთი - $9.36 მილიონი.
  8. ესპანეთი - $8.09 მილიონი.
  9. ყირგიზეთი - $8.06 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $6.71 მილიონი.
  11. ირლანდია - $6.29 მილიონი.
  12. საფრანგეთი - $5.66 მილიონი.
  13. გაერთიანებული სამეფო - $4.76 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.42 მილიონი.
  15. პოლონეთი - $2.87 მილიონი.

სებ-ის ცნობით, 2025 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მილიონი აშშ დოლარი (96.5 მილიონი ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის მაისის (30.1 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8%-ით მეტია.

კომენტარები