ისრაელში აშშ-ს ელჩის, მაიკ ჰაკაბის თქმით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, თელ-ავივში აშშ-ს საელჩო დაზიანდა. ამის შესახებ ჰაკაბი X-ზე წერს.
"ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, თელ-ავივში მდებარე აშშ-ს საელჩოს მცირე ზიანი მიადგა, თუმცა, არავინ დაშავებულა". - წერს ჰაკაბი.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ს საელჩოსა და საკონსულოს შენობები კვლავ დახურულია და მუდმივ მზადყოფნაშია შენობების ბომბსაფარებიც.
მოგვიანებით, ისრაელში აშშ-ს ელჩმა განმარტა, რომ შენობა პირდაპირი სარაკეტო დარტყმით არ დაზიანებულა და მცირე დაზიანებები შენობასთან ახლოს მომხდარი აფეთქებამ გამოიწვია.





