ისრაელური გაზეთი Israel Hayom წერს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო ზარის გამართვის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გააფრთხილა, რომ მის რეჟიმს საფრთხე ემუქრება.
Israel Hayom-ის ცნობით, პუტინის გაფრთხილებას სავარაუდოდ წინ უძღოდა ტრამპის მკაფიო პოზიცია, რომ იგი ისრაელის შეჩერებას არ აპირებდა.
გაზეთი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტთან საუბარი ირანული მხარის თხოვნით გამართა.
ამასთანავე, გაზეთის მიხედვით, პუტინმა თეირანიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის ბრძანებაც გასცა.
მანამდე რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ თეირანში რუსეთის საელჩომ ირანში მყოფი რუსი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. გავრცელებული ცნობით, მათი ევაკუაცია "სახმელეთო გზით" მიმდინარეობს.





