ისრაელი

ირანის იერიშის შედეგად ისრაელში 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 წლის ბიჭი

15 ივნისს, ისრაელში ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.

ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

საცხოვრებელი სახლების ნაგნგრევებში სამაშველო ოპერაციები ამდომდე გრძელდება.

იერიშის პირველი ტალღა, დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყო. თავდასხმის ხოლო მეორე ტალღა, დაახლოებით 3 საათის შემდეგ განხორციელდა. 

აფეთქებები ისმოდა თელ-ავივსა და იერუსალიმში. ჯერჯერობით, იერიშის შედაგად დაზიანებული და განადგურებული შენობების ზუსტი რაოდენება უცნობია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თელ-ავივის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბათ იამში 8 სართულიან საცხოვრებელ სახლზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ამ ეტაპზე, ირანის საპასუხო თავდასხმების დაწყებიდან შემდეგ, ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.


13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.

კომენტარები