დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ტრამპმა და პუტინმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. სატელეფონო ზარი 50 წუთი გაგრძელდა. 

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, თუმცა "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანზე სალაპარაკოდ – ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს". 

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. გაცილებით ნაკლები დრო დაიხარჯა რუსეთ/უკრაინაზე საუბარში, თუმცა ეს შემდეგ კვირას იქნება". - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სატელეფონო ზარი "დაახლოებით 1 საათი" გაგრძელდა. 

"ის ფიქრობს, როგორც მე, რომ ეს ომი, ისრაელსა და ირანს შორის, უნდა დასრულდეს, რაზეც მე მას ვუპასუხე, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს". - თქვა ტრაპმა. 

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, პუტინი ტყვეთა გაცვლის შეთანხმების აღსრულების მხრივ, წინ მიიწევს. 

აშშ-ს პრეზიდენტს პუტინთან სატელეფონო ზარის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. 

კომენტარები