ელენე ხოშტარია

ხოშტარია გვარამიას დაკავებაზე: უამრავი სცემეს, დააპატიმრეს, სხვანაირად რეჟიმს ვერ მოვერევით

[ნიკა გვარამიას] ვერავინ ვერ ადებს ხელბორკილებს, შეიძლება, ტექნიკურად დაადონ, მაგრამ სინამდვილეში ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა, რადგან არ აღიარებენ ამ რეჟიმს.

ეს ადამიანები დღეს არიან ბრძოლაში. დაპატიმრებული შეიძლება ტექნიკურად იყოს, მაგრამ ბრძოლაში არის გამარჯვებული გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ირაკლი ოქრუაშვილიც, ამიტომ, დიახ, ეს ბრძოლა გადის დისკომფორტზე, უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია, გუშინ მათე დევიძის ამბავმა გული მოუკლა ბევრს, მაგრამ სხვანაირად, ბრძოლის, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოვერევით.

თქვა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია ახალის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ გვარამიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, აღკვეთის პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

კომენტარები