კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და მოძრაობა ერთობის წევრი, გიორგი ტუმასიანი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო 4 000-4 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მიიღო.
ალეკო ელისაშვილის თქმით, მას ივანიშვილის დეპუტატმა, ყოფილმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ უჩივლა. ელისაშვილმა ტალახაძეს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში "ამაზრზენი ბიომასა" უწოდა.
გიორგი ტუმასიანს კი ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ტუმასიანმა Facebook-ზე ლაშხს "სამშობლოს მოღალატე" და "თანამედროვე ბოლშევიკი" უწოდა.
მათ გარდა,ამ დროისთვის, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის ჟურნალისტები: ეკა მიშველაძე და მიშა მშვილდაძე და სამოქალაქო აქტივისტები, გიგა მაქარაშვილი და მარიამ გეგუჩაძეც დააჯარიმეს.
ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი იყო ჩანიშნული.





