რუსული რეჟიმი

მიშა მშვილდაძე, მარიამ გეგუჩაძე და გიგა მაქარაშვილი Facebook პოსტების გამო დააჯარიმეს

Facebook პოსტების გამო მიშა მშვილდაძე - 4 000 ლარით, მარიამ გეგუჩაძე - 3 000 ლარით და გიგა მაქარაშვილი - 4 000 ლარით დააჯარიმეს.

მანამდე, მამუკა მდინარაძეზე Facebook პოსტის გამო, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.

დღეს ჩანიშნული პროცესების უმრავლესობა გადაიდო. საუბარია რეჟიმის საჩივრებზე, სადაც შსს მოქალაქეებს Facebook-პოსტების გამო, ქართული ოცნების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებს. 

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.

კომენტარები