კახა კალაძე

კალაძე გვარამიაზე: კანონს რომ არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ფარი

რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიის საქმეზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები