რეჟიმის პატიმრები

თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე მჭედლიშვილმა აღკვეთის სავალდებულო წესით გადასინჯა, ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელოს.

პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ტაოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას, გირაოს ან ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოიკითხა, პარლამენტისა და მერიის თანამშრომელები, რომლებმაც ზარალი აღწერეს. ასევე, ჩვენება მისცეს პატაკის შემდგენმა გამომძიებლებმა.

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები