სანამ საქართველოში არ იქნება პოლიტიკური კულტურა, რომ სერიოზული, არგუმენტირებული მსჯელობა გაიმართოს და არა იარლიყების მიკერება და Facebook შეურაცხყოფების მიყენება და ეს გონია ვიღაცას პოლიტიკური პროცესი, ამიტომ ვართ ამ დღეში.
როდესაც რაღაც ჯგუფს უნდა თავზე მოახვიოს, შესაძლოა მართალი, შესაძლოა არამართალი პოზიცია, ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში. [...] რა იქნება უკეთესი, ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? ჩვენ ბრძოლაში შესვლის მომხრეები ვართ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება გაძლიერდება, თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ.
პარტია ლელო
ხაზარაძე: ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? ჩვენ ბრძოლაში შესვლის მომხრეები ვართ





