პარტია ლელო

კუპრაძე: ხაზარაძის ფორდ მუსტანგი არის განსხვავებულობის იდეა – არ არის ძვირადღირებული

ლელო

ლელოს გენერალურმა მდივანმა, TV პირველის გადაცემა პოლიტიკურ ამბებში პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფორდ მუსტანგის მარკის ავტომობილზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მანქანა "საერთოდ არ არის ძვირადღირებული".

გასულ კვირას ხაზარაძემ ფორდ მუსტანგის ვიდეო საკუთარ Tik Tok გვერდზე ატვირთა და თქვა, რომ აღნიშნული მანქანით იმოგზაურებდა "საქართველოს თითქმის ყველა სოფელსა და რეგიონში".

"ფორდ მუსტანგის იდეა არის უბრალოდ განსხვავებულობის იდეა, როცა, გულწრფელად მინდა ვთქვა, საერთოდ არ არის ძვირადღირებული მანქანა. ამ მანქანის ფასის შემოწმება ძალიან მარტივია, ინტერნეტში მოძებნოთ და ნახოთ". - თქვა კუპრაძემ.

კუპრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქებსა და რეგიონებში "ხალხი ხაზარაძეს პოზიტივით ხვდება", როდესაც ფორდ მუსტანგს ხედავენ და ეს ლელოს პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.

"არის განსხვავებულობის განცდა, როცა სხვა, მათ შორის, პოლიტიკოსები ქალაქებში, რეგიონებში დადიან ჯიპებით, დაბურული ჯიპებით და ა.შ. სრულიად ნათელი ფერებით, 9 ნომრით, ყვითელი ზოლებით მუდმივად ქუჩებში ამჩნევენ მანქანას, რომელსაც გვერდით უჩერებენ, შეხედავენ, ნამდვილად მამუკა ხაზარაძე ზის თუ არა. ბევრი პოზიტივი მოჰყვება, მისალმება, ღიმილი და ა.შ. [...] ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც გაამრავალფეროვნებს და ყველა ქალაქში შეამჩნევენ და დაინახავენ, რომ მამუკა ხაზარაძე არა შავი ჯიპებით და დაბურული მანქანებით, არამედ დადის იმ ქუჩებში, სადაც ისინი ცხოვრობენ და იმ პრობლემებს ეცნობა, შემდეგ მოაქვს თბილისში, ცენტრალურ ოფისში და გადაწყვეტის გზებს სთავაზობს უკვე ბრიფინგებით". - თქვა კუპრაძემ.

კომენტარები