უტა ივანიშვილი

ჯაფარიძე უტა ივანიშვილზე: ივანიშვილი ყველა ინსტიტუტს თავისი მიზნებისთვის იყენებს

ივანიშვილი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თავისი მიზნებისთვის იყენებს და დაქვემდებარებული აქვს ყველა ინსტიტუტი - ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, როცა ყველა ინსტიტუციას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.

იქნება ეს სასამართლო, ეროვნული ბანკი, პროკურატურა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა.შ.

თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის გუშინ, 6 თებერვალს იაპონური მედიაგამოცემა Shūkan Bunshun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 26 იანვარს "საქართველოს პუტინისტი დიქტატორის", ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.

Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".

კომენტარები