უტა ივანიშვილი

მახაშვილი უტა ივანიშვილზე: გააჩნია შავ ჩანთაში რა დევს, იქნებ საქართველოზე წიგნებია?!

"არ ვიცი, გააჩნია, ამ შავ ჩანთაში რა დევს, იქნებ საქართველოსთან დაკავშირებით წიგნები დევს, ხომ?! არ ვიცი". - ასე უპასუხა ქართული ოცნების წევრმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, "შეუძლია თუ არა დიპლომატს, ნებისმიერ პირთან შავი ჩანთით ფული მიიტანოს".

მახაშვილმა თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით და კომენტარს ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, გუშინ, 6 თებერვალს იაპონურმა მედიაგამოცემა Shūkan Bunshun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 26 იანვარს "საქართველოს პუტინისტი დიქტატორის", ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.

Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ უტა ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა-  "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს, გამოგადგება".

კომენტარები