რეჟიმი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს - მათ შორის, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ სამსახურს იმისთვის, რომ საკუთარი, ანუ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ძალაუფლება, მისი ოჯახის ძალაუფლება განმტკიცდეს და ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ნიშნავს იმას, რომ დიპლომატია საქართველოში აღარ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს, ემსახურება ივანიშვილის ოჯახს და ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ივანიშვილის ინტერესებზე მორგებული.
უტა ივანიშვილი
დეკანოიძე უტა ივანიშვილზე: დიპლომატია საქართველოში აღარ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს
tbl.ge/72ba
დაკოპირდა

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის გუშინ, 6 თებერვალს იაპონური მედიაგამოცემა Shūkan Bunshun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 26 იანვარს "საქართველოს პუტინისტი დიქტატორის", ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
უტა ივანიშვილირუსული რეჟიმიქართული ოცნებაბიძინა ივანიშვილიერთიანობა-ნაციონალური მოძრაობახატია დეკანოიძეთეიმურაზ ლეჟავასაქართველოს ელჩი იაპონიაში
ამავე თემაზე
- გვარამია იოსელიანზე: ეს არის კადიროვის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის
- წითლიძე: კოტე იოსელიანის გატაცების მიზანი თინა ბოკუჩავაზე ზემოქმედების მოხდენა იყო
- კოტე იოსელიანი: ბოდიშს ვუხდი უტა ივანიშვილს, მისი ორიენტაციის შესახებ არაფერი მსმენია
- მახაშვილი უტა ივანიშვილზე: გააჩნია შავ ჩანთაში რა დევს, იქნებ საქართველოზე წიგნებია?!
- ჯაფარიძე უტა ივანიშვილზე: ივანიშვილი ყველა ინსტიტუტს თავისი მიზნებისთვის იყენებს




