რუსეთი

რუსეთში ძრავების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

SHOT

რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ზავოლჟიეს ძრავების მწარმოებელ ქარხანაში (ЗМЗ) აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ავზიანი სატვირთო მანქანა აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარმა სავარაუდოდ 75 კვადრატული მეტრი მოიცვა. არსებული ცნობებით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა. 

Telegram-არხი SHOT წერს, რომ ხანძარი ახლა ლიკვიდირებულია. 

"ადგილობრივებმა SHOT-ს უთხრეს, რომ ტრეილერი ЗМЗ-ში პირდაპირ იმ საამქროს შეეჯახა, სადაც ქიმიური ნივთიერებები იყო. შემდგომ ალი საამქროს ჭერს სწრაფად მოედო". - წერს SHOT.

Telegram-არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებული პირი ქარხნის თანამშრომელია, რომელსაც სხეულის 10%-ზე დამწვრობა მიიღო. 

პროკრემლისტური Telegram-არხი, Mash წერს, რომ დაშავებული თანამშრომელი 34 წლისაა და ამჟამად სასწრაფო დახმარების ცენტრში იმყოფება. 

ზავოლჟიეს ძრავების მწარმოებელი ქარხანა რუსული ქარხანაა, რომელიც ავტომობილებისთვის ბენზინისა და დიზელის ძრავებს ამზადებს. 

კომენტარები