ნარკოდანაშაული

ამოვიღეთ "მეტადონი", "მეფედრონი" და "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული ვ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "მეტადონი", "მეფედრონი" და "ტეტრაჰიდროკანაბინოლი".

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.

ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით, ასევე, ამოიღეს მის მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები