თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არასასურველი პროცესია როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, როგორ უნდა ებრძოლოთ თმის ცვენას და რა დადასტურებული მეთოდები არსებობს ამისთვის.
მათ შორის, დერმატოლოგებისა და ტრიქოლოგების მიერ საუკეთესო მეთოდად არის აღიარებული მინოქსიდილისა და დერმაროლერის (მეზოროლერი) გამოყენება.
შესაძლებელია, ორივე მათგანის ცალ-ცალკე მოხმარება, თუმცა ერთდროულად განსაკუთრებით ეფექტურია. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ მუშაობს თითოეული მათგანი, რატომ ძლიერდება მათი ეფექტი კომბინაციაში და სად შეძლებთ შეიძინოთ ორიგინალი პროდუქცია.
რა არის მინოქსიდილი და როგორ მუშაობს
მინოქსიდილი არის ერთადერთი ადგილობრივი (ლოკალური) საშუალება, რომელსაც აქვს მეცნიერულად დადასტურებული ეფექტი ანდროგენული ალოპეციის (გენეტიკური თმის ცვენის) წინააღმდეგ. მინოქსიდილი აღიარებულია ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ. არსებობს სხვადასხვა კონსისტენციით, მათ შორის, სითხის (სპრეი) და ქაფის სახით, უმეტესად 5%-იანი კონცენტრაციით.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თმის ფოლიკულების ირგვლივ და ხელს უშლის ფოლიკულების დაწვრილებას.
- ახანგრძლივებს თმის ზრდის (ანაგენის) ფაზას, რის შედეგადაც თმა უფრო დიდხანს იზრდება და ნაკლებად ცვივა. ასევე, იწვევს სისქის გაზრდას.
მამაკაცები 5%-იან მინოქსიდილს იყენებენ, ხოლო, ქალები, როგორც, 2%-იანს, ასევე, 5%-იანს. ქალებს შეუძლიათ 5%-იანი დღეში მხოლოდ ერთხელ მოიხმარონ.
რა არის დერმაროლერი და როგორ მუშაობს
დერმაროლერი (ხშირად, მეზოროლერსაც ეძახიან) არის პატარა ხელსაწყო, რაზეც განთავსებულია მრავალი წვრილი, მცირე ზომის ნემსი. თავის კანზე გადატარებისას ის ქმნის უმცირეს, კონტროლირებად, პრაქტიკულად შეუმჩნეველ მიკრო-დაზიანებებს. საპასუხოდ - კანი რეაქციასა და უჯრედების განახლებას იწყებს.
ეს მიკრო-დაზიანებები ააქტიურებენ კანის ბუნებრივ აღდგენით მექანიზმს:
- გამოიყოფა კოლაგენი და ელასტინი, რომლებიც ხელს უწყობენ მიძინებული ფოლიკულების გაჯანსაღებასა და გაცოცხლებას.
- გაცილებით მარტივად ხდება სითხის (მინოქსიდილის) შეწოვის პროცესი.
სახლის პირობებში ჩვეულებრივ მისაღებია 0.5 მმ-დან 1.0 მმ-მდე სიგრძის ნემსები. უფრო გრძელი ნემსები (1.5 მმ და მეტი) მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ. დასაწყისისთვის შეგიძლიათ პირველი რამდენიმე კვირა 0.25მმ-ით სცადოთ.
რატომ უნდა გამოიყენოთ მინოქსიდილი და მეზოროლერი ერთად
მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მინოქსიდილისა და მეზოროლერის ერთად გამოყენება რამდენჯერმე ზრდის შედეგს და ასევე, აჩქარებს პროცესს.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 50%-ით უკეთესი შედეგები აჩვენა მონაწილეების იმ ნაწილმა, რომლებიც კომბინირებული მეთოდით მოქმედებდნენ.
მარტივად: გარდა ყველა საკუთარი სასარგებლო თვისებისა, როლერი ხელს უწყობს შეწოვასა და მინოქსიდილის პროდუქტიულობის სრულად გამოვლინებას.
რამდენ ხანში გამოჩნდება შედეგი
პირველ მცირე შედეგს დაახლოებით 1-1.5 თვის შემდეგ დაინახავთ, ხოლო, შესამჩნევ პროგრესს 3-დან 6 თვის განმავლობაში მიიღებთ. როცა უკვე რეზულტატით კმაყოფილი იქნებით, შეგეძლებათ დღეში ერთხელ მოხმარებაზე გადახვიდეთ, რასაც შემანარჩუნებელი ეფექტი ექნება.
სად უნდა შეიძინოთ მინოქსიდილი და როლერი?
ერთადერთი მაღაზია, სადაც საქართველოში ორიგინალი მინოქსიდილი იყიდება, თმისზრდა არის. შესაძლებელია, როგორც ადგილზე შეძენა, ასევე, საკურიეროს საშუალებით მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
Tmiszrda არის ოფიციალური პარტნიორი Kirkland-ისა და Rogaine-ს ბრენდების, ხოლო, რას წერენ სხვა მომხმარებლები მომსახურებაზე და პროდუქტზე, აქ შეგიძლიათ ნახოთ.
დამატებითი შეკითხვებისთვის, თუ როგორ გამოიყენოთ ან შეიძინოთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ ნომერზე: 551-10-74-20.
თმის გადანერგვის წამყვანი ქართული კლინიკები, როგორიც “დეამედი”, “ჰეარლაინი” და სხვები არიან, აქტიურად ურჩევენ პაციენტებს მინოქსიდილსა და მეზოროლერს.




