რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა.
"7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და დასავლეთის, პირველ რიგში ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა," - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" პარტიამ "ვერ უზრუნველყო ხელისუფლებაზე მონოპოლია."
"უფრო მეტიც, წინა საარჩევნო ციკლთან შედარებით, მისი მხარდაჭერა შესამჩნევად შემცირდა," - განაცხადა ზახაროვამ.
- სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა
-
Reuters: იმპორტირებული ამომრჩევლები და ყალბი საიტები – რუსეთის ჩარევა სომხეთის არჩევნებში




