ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ცნობისთვის, ლაშხისთვის "შეურაცხყოფის მიყენებისთვის" სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა ასევე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ლაშხის მიმართვის საფუძველზე, აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4 000 ლარით დააჯარიმა.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა. ლაშხმა სასამართლოში 3 აქტივისტს უჩივლა, მისი მტკიცებით, მას შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ერთ-ერთ კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა.





