საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური.
შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არამარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისოო სამართლის უამრავი ნორმა.
და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე თქვენ გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყების [საფუძვლად]. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.
დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან, თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის, ჩემი პროკურორის.





