რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამშაბათს მოსკოვში თურქ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარება იქნება საჭირო, ის მასპინძლობისთვის კვლავ თურქეთს მიმართავდა.
"თუ მკითხავთ, მე ისევ მივმართავდი ჩვენს თურქ მეგობრებს, სტამბულში ყველაფერი ძალიან კარგად იყო," - უპასუხა ლავროვმა კითხვაზესად შეიძლება გაიმართოს უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა "ყოველთვის მზად არის, უზრუნველყოს მოლაპარაკებების სივრცე".
"ჩვენ ამას ჩვენს ვალდებულებად ვთვლით, რათა პლანეტაზე მშვიდობა დამყარდეს," - თქვა ფიდანმა.
ფიდანი მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და შეხვდა.





