ივანიშვილის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების (გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის) ლიდერების - ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკის მიერ 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში ევროპელი ლიდერები ქართულ ოცნებას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისკენ, გადაჭარბებული ძალის გამოყენების ცნობების გამოძიებისკენ, ევროპული სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების შესწორებისკენ, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში ხელახლა შესვლასა და რეფორმის პროცესისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ "დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება", ხოლო აქამდე "ყველა დიალოგი მიმართული იყო საქართველოსთვის სუვერენიტეტის ჩამოციცქნისკენ".
"დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ, აი, ვის ველაპარაკოთ?
ვის და რაზე ველაპარაკებით?
დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება - ამის ქვეშ რომ ჩავაშალოთ, გინდაც მენეჯერული თვალსაზრისით, გინდაც პოლიტიკური და ნებისმიერი მიმართულებით, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაპოვარი დღეს.
გარდა იმისა, რომ რაღაც პროგრესს, სერიოზულს, სხვადასხვა მიმართულებით გავყვეთ - სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, მე მიმაჩნია და არ მგონია, რომელიმე გულწრფელად მოფიქრალ ქართველს სხვაგვარად მიაჩნდეს, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი, დღევანდელი დღის, ჩვენი ხელისუფლების არის დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს იმიტომ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ასეთი ხარისხი დამოუკიდებლობაში არ გვქონია და ეს უზრუნველყოფს სხვა დანარჩენს - პროგრესს, ევროინგეგრაციას (რეალურს და არა შანტაჟისთვის გამოყენებულ რაღაც ბერკეტებს!).
[...] დამოუკიდებლობას სჭირდება გაფრთხილება - თუკი, როგორც აქამდე იყო და ამას შემთხვევით არ ვამბობ, როგორც წინა წლებში იყო, ყველა მოლაპარაკება, შარლ მიშელის შეთანხმებას გაგახსენებთ, ყველა შეთანხმება, ყველა დიალოგი მიმართული იყო "რას ჩამოგვციცქნიდნენ" სუვერენიტეტიდან - რას გამოგვგლეჯდნენ, რას წაგვართმევდნენ, სად შეგვზღუდავდნენ და სად იქნებოდა უფრო მეტი გარე ბერკეტი, ვიდრე შიდა ბერკეტი.
თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს ქართველიდა მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება". - თქვა მდინარაძემ.





