აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა.
ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი პლატფორმა X-ზე წერს.
"მქონდა პატივი შევხვედროდი ვენესუელელ მამაც ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც მადუროს რეპრესიისა და ტირანიის სამიზნეები გახდნენ. მათი სიმამაცე შთააგონებს ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, განსაკუთრებით ხუან პაბლო გუანიპას და 70-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავების ფონზე". - წერს მარკო რუბიო.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკან არ დაიხევს, მხარი დაუჭიროს ვენესუელელების ბრძოლას დემოკრატიისთვის და ყველა უკანონოდ დაკავებული ამერიკელის უსაფრთხო დაბრუნებას.





