კრიმინალი

ურთიერთშელაპარაკებისას ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთში წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ. -ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები