ივანიშვილის წარმომადგენლის, თეა წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისია ბიუროს მიმართავს კომისიისთვის მუშაობის ვადის 5 ივლისამდე გახანგრძლივებას.
"გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ პარლამენტის ბიუროს, რომ კიდევ ერთი თვით, 5 ივლისამდე გაგვიგრძელდეს ჩვენი უფლებამოსილების ვადა. წესით, თუ განსაკუთრებული წინაღობა არ შეგვეჩეხა გზაზე, რაც არ არის გამორიცხული, ამის იქით წესით არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ მერეზე მერე ვიმსჯელოთ" - თქვა წულუკიანმა.
კომისიას აქამდე ვადა 5 მაისის შემდეგაც გაუგრძელდა.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს.
14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ ოქრუაშვილის მიმართ, გირაოს გადაუხდელობისთვის, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა, ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.





