რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც, ФСБ-ს მტკიცებით, რუსეთის კალინინგრადის რეგიონში 9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე თავდასხმას გეგმავდა.
რუსეთის სამართალდამცავი უწყების მტკიცებით, მამაკაცი აღლუმის მარშრუტის მონაკვეთზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციას გეგმავდა.
ФСБ-ს თანახმად, მამაკაცი საბოტაჟის ორგანიზებისთვის Telegram-ზე უკრაინელმა პირმა იპოვა და ინსტრუქციები მისცა, თუ როგორც განეხორციელებინა თავდასხმა.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ეჭვმიტანილი ამბობს, რომ მას გასულ თვეში ანონიმური უკრაინელი "კოორდინატორი" დაუკავშირდა და 5 მაისს აღლუმის რეპეტიციის კამერით გადაღებისთვის კრიპტოვალუტით $150 გადაუხადა.
"სამალავიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღება დამავალეს, $205 000-ს დამპირდნენ". - ამბობს მამაკაცი ვიდეოში.
ჯერჯერობით უცნობია, ეჭვმიტანილმა "აღიარებითი ჩვენება" საპოლიციო წნეხის ქვეშ მისცა თუ არა.
ФСБ-ს თქმით, 25 წლის მამაკაცს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დივერსიული და ტერორისტული აქტების დაგეგმვისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





