ივანიშვილის რეჟიმი

ბოჭორიშვილი: სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში?

კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული...

[...] თვითონ კითხვის შინაარსი, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში იყო სრულიად დეზინფორმაციული - აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს.

[...] თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას - სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში?

ხელისუფლება, რომელიც დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან.

[სტილი დაცულია]

თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას ქართული ოცნების მთავრობა ანტიამერიკულად მოიხსენია.

კომიტეტზე მას ქართული ოცნებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაზე კითხვა MEGOBARI აქტის თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.

კომენტარები