დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

უზენაესმა სასამართლომ ტრამპს ნება დართო, 350 000 ვენესუელელს დეპორტაციისგან დაცვა მოუხსნას

Al Drago/Bloomberg

19 მაისს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაახლოებით 350 000-მდე ვენესუელელი მიგრანტისთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსის გაუქმების ნება დართო. აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, ვენესუელელ მიგრანტებს დეპორტაციისგან იმუნიტეტი ჰქონდათ მინიჭებული და მათ აშშ-ში მუშაობის უფლება ჰქონდათ.

უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ტრამპის ადმინისტრაციის გადაუდებელი მოთხოვნა, გაუქმებულიყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას ვენესუელელი მიგრანტებისთვის ზემოხსენებული სტატუსის გაუქმებას უკრძალავდა, სანამ სხვა სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობდა.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის სპიკერმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას "ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენი სამეზობლოების უსაფრთხოებისთვის გამარჯვება" უწოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ასობით ათასი ვენესუელელი მიგრანტისთვის აჩენს კითხვებს, რამდენად ლეგალურად იმყოფებიან ახლა ისინი აშშ-ში და შეუძლიათ თუ არა მათ მუშაობის გაგრძელება.

უზენაესი სასამართლოს სამ-პარაგრაფიან გადაწყვეტილებაში არ იყო ახსნილი, თუ როდიდან შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციას მიგრანტებისთვის სტატუსის გაუქმების პროცესის დაწყება. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი მქონე ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია მთავრობის ნებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები