ნარკოდანაშაული

"ჰეროინი", "ბუპრენორფინი", "მეტადონი", "კოკაინი" – 5 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული პირები უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", "ბუპრენორფინი", "მეტადონი", "კოკაინი" და "მარიხუანა", აგრეთვე ელექტრო სასწორი, მასზე არსებული ნარკოტიკული საშუალებების დანაშრევებით.

დაკავებულთაგან 2 პირს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1 პირს 18,260-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ხოლო 1 პირს 273მუხლის მეექვსე ნაწილით. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

კომენტარები