რუსული რეჟიმი

კობახიძე: სამი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის უხეში ჩარევის მცდელობა

ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. მით უმეტეს, ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში.

ესეც არის, რა თქმა უნდა, როგორც ვენის კონვენციის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ბუნებრივია ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია, ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე.

თქვა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის პროცესზე გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩების დასწრებასთან დაკავშირებით

კომენტარები