ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასული ექვსი თვის მსგავსად, აპრილშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.27%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 53.99 მილიონი დოლარი, რაც 16.58%-ით მეტია 2024 წლის აპრილთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.99%), საიდანაც  გასულ თვეში 50.21 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 9.62%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (13.49%) 39.87 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის აპრილთან შედარებით 18.85%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $53.99 მლნ;
  2. იტალია - $50.21 მლნ;
  3. რუსეთის ფედერაცია - $39.87 მლნ;
  4. გერმანია - $24.84 მლნ;
  5. საბერძნეთი - $24.62 მლნ;
  6. ისრაელი - $22.17 მლნ;
  7. თურქეთი - $8.60 მლნ;
  8. ესპანეთი - $7.86 მლნ;
  9. ყირგიზეთი - $7.75 მლნ;
  10. ყაზახეთი - $7.16 მლნ;
  11. ირლანდია - $5.77 მლნ;
  12. საფრანგეთი - $5.48 მლნ;
  13. გაერთიანებული სამეფო - $4.31 მლნ;
  14. აზერბაიჯანი - $3.98 მლნ;
  15. პოლონეთი - $2.86 მლნ;

კომენტარები